Home PageFeedbackHelp/Info
 
  GeorgianEnglish
Home PageAdd Web Site   
GeREs-ინფო : ვებ კატალოგი : როგორ ვეძებოთ კატალოგში
როგორ ვეძებოთ კატალოგში
Page Topროგორ მუშაობს კატალოგის ძიება?

კატალოგის საძიებო სისტემა ეძებს მხოლოდ ისეთ ვებ საიტებს და კატეგორიებს, რომლებიც შეიცავენ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში შემავალ სიტყვებს ან ფრაზებს.

ძიება ხორციელდება როგორც საიტის სათაურში და მის აღწერაში, ასევე სრულ ტექსტში.

ძიების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ძიების შედეგი სორტირდება რელევანტობის მიხედვით. ანუ, ის ვებ საიტები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან თქვენ შეკითხვას, შედეგში მოხვდებიან სხვა დანარჩენ საიტებზე წინ.

იმ შემთხვევაში, თუ ძიების შედეგად მიიღეთ ძალიან ბევრი საიტები, სცადეთ თქვენ საძიებო შეკითხვას დაუმატოთ უფრო კონკრეტული საძიებო ტერმინები. მაგალითად, უფრო ზუსტი შედეგის მისაღებად უკეთესია აკრიფოთ "mp3 მუსიკა" ვიდრე უბრალოდ "მუსიკა".

Page Topმარტივი ძიება

იმისათვის, რომ გამოიყენოთ კატალოგის საძიებო მექანიზმი, ჩამოაყალიბეთ თქვენი საძიებო შეკითხვა სიტყვების ან ფრაზების ერთობლიობით. აკრიფეთ ისინი საძიებო შეკითხვის ფანჯარაში და დააჭირეთ ძიების ღილაკს.

Basic Search
(გამოსახულება)

კატალოგის საძიებო სისტემა ეძებს მხოლოდ ისეთ ვებ საიტებს და კატეგორიებს, რომლებიც შეიცავენ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში შემავალ სიტყვებს ან ფრაზებს.

ძიების მიერ მიღებული შედეგის დაკონკრეტება შეგიძლიათ თუ საძიებო შეკითხვის დასმისას გამოიყენებთ უფრო მეტი სიტყვების რაოდენობას. რაც უფრო მეტ სიტყვას მიაწვდით კატალოგის საძიებო სისტემას, მით უფრო ადვილად შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გარკვეული თემის ვებ საიტების ძიება. ასეთი სახის ძიების ჩასატარებლად საჭიროა კატალოგის კატეგორიაში შესვლა და იქ ძიების ჩატარება.

Page Topძიება კატეგორიაში

თქვენ შეგიძლიათ ძიება ჩაატაროთ მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კატეგორიაში. მაგალითად, თუ გსურთ მოძებნოთ ქართველი სპორტსმენების სურათები, შედით "გართობა და დასვენება : სპორტი" კატეგორიაში, საძიებო ფანჯარაში აკრიფეთ "ფოტო", ხოლო საძიებო ფანჯრის ქვემოთ მოთავსებულ ჩამოსაშლელ მენიუდან აირჩიეთ "მხოლოდ ამ კატეგორიაში" და ჩაატარეთ ძიება.

Search in Category
(გამოსახულება)

შედეგად მიიღებთ მხოლოდ იმ გვერდებს, რომლებიც შეიცავენ ქართველი სპორტსმენების სურათებს და არა ფოტოხელოვნების, ან რაიმე სხვა თემის სურათებს.

გაფართოებული ძიების გვერდზე ძირითადი კატეგორიის ამორჩევა შეგიძლიათ ჩამოსაშლელი სიიდან "კატეგორია".

კატალოგის კატეგორიაში ძიება საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეამციროთ ძიებისას მიღებული შედეგი.

Page Topფრაზების ძიება

კატალოგში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოძებნოთ გარკვეული ფრაზა, ამის გაკეთება შეგიძლიათ თუ სიტყვებს ჩასვამთ ბრჭყალებში. ყველა ის სიტყვა, რომელიც მოექცევა ბრჭყალებს შორის ("როგორც აქ") აღიქმება როგორც ერთი ფრაზა. მიღებულ შედეგში მოხვდება მხოლოდ ის ვებ საიტები, რომელთა აღწერაში ფიგურირებს თქვენს მიერ აკრეფილი ფრაზა და თანაც ზუსტად ისე, როგორც თქვენ აკრიფეთ იგი.

გაფართოებული ძიების გვერდზე ფრაზა იწერება ველში "ძიება... ამ ზუსტი ფრაზით".

Page Topსიტყვის ან ფრაზის გამორიცხვა

თქვენ შეგიძლიათ გამორიცხოთ ნებისმიერი სიტყვა ან ფრაზა თქვენი ძიებიდან, თუ უშუალოდ მის წინ დაწერთ მინუსს ("-"). იმ შემთხვევაში თუ მინუს ნიშნის წინ რაიმე სიტყვა წერია, არ დაგავიწყდეთ თავისუფალი ადგილის დატოვება, რათა სისტემისთვის გასაგები იყოს, რომ თქვენ არ გსურთ ამ სიტყვის ან ფრაზის მოძებნა. მაგალითად, თუ ჩავატარებთ ძიებას "კომპიუტერული -სერვისი", მაშინ მივიღებთ შედეგს, რომელიც შეიცავს სიტყვას "კომპიუტერული", მაგრამ არ შეიცავს სიტყვას "სერვისი".

Page Topავტომატური AND (და) შეკითხვები

კატალოგი ძიებისას პოულობს მხოლოდ იმ ვებ საიტებს, რომლებიც შეიცავენ თქვენს მიერ დასმული შეკითხვის ყველა სიტყვას. ძიების ჩატარებისას თქვენს მიერ აკრეფილი ყველა სიტყვა ავტომატურად უკავშირდება ერთმანეთს ლოგიკური AND (და) კავშირით. მაგალითად: "ქართული საძიებო სისტემა" და "ქართული AND საძიებო AND სისტემა". ამ ორ შეკითხვას ზუსტად ერთნაირი შედეგი ექნება.

Page Topთქვენი საძიებო ტერმინები კონტექსტში

კატალოგში ძიების ჩატარების შედეგად თქვენ ნახულობთ მოძიებული ვებ საიტების მოკლე აღწერას. ამ აღწერებში თქვენს მიერ დასმული საძიებო შეკითხვა გამუქებულია, რათა ერთი შეხედვით იპოვოთ ის გვერდი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ინტერესებს. სრულ ტექსტის შემთხვევაში აღწერასთან ერთად გამოდის მოძიებული ტექსტის რამდენიმე ფრაგმენტი, სადაც შეხვდა საძიებო ტერმინები.

Page Topაქვს თუ არა მნიშვნელობა დიდ და პატარა ასოებს?

კატალოგში ინგლისურ ენაზე ძიების ჩატარებისას დიდ და პატარა ასოებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ. ასე, რომ შეკითხვებს: "Georgian Search Engine", "georgian search engine" და "GeOrGiAn SeArCh EnGiNe" აბსოლიტურად ერთნაირი შედეგი ექნებათ.

 

იხილეთ აგრეთვე:
 
საავტორო უფლება © 2000-2010, ინოვაცია XXI
ყველა უფლება დაცულია